ფეხბურთი

23:40 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნკუნკუ ზაფხულში "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება

„ლაიფციგისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კრისტოფერ ნკუნკუ ზაფხულში ლონდონის „ჩელსიში“ გადავა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ინგლისურ გუნდს 2023 წლის ივნისიდან შეუერთდება. „ჩელსი“ „ლაიფციგს“ 60 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ კრისტოფერ ნკუნკუ „პარი სენ ჟერმენის“ აღზრდილია, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და 2019 წელს „ლაიფციგში“ გადავიდა. გერმანულ გუნდში ის ლიდერად იქცა და 159 მატჩში 64 გოლი აქვს გატანილი.

0.116958