სერხიო აგუერო კანელო ალვარესის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ ლეო მესიმ გასახდელში დაბლა დაგდებულ მექსიკის მაისურს ფეხი დაადგა.
,,ბატონო კანელო, მიზეზებს ან პრობლემებს ნუ ეძებ. აშკარაა, რომ ფეხბურთი არ იცი და არც ის, თუ რა ხდება გასახდელში. თამაშის შემდეგ მაისურები ყოველთვის ძირს ყრია სისველის გამო და თუ კარგად დაინახავ, მესი ბუცის გახდას ცდილობდა. ამ დროს ის მაისურს შემთხვევით ეხება" - დაწერა აგუერომ სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელებში აგუეროს გარდა, კანელოს ამ მოსაზრებას ბევრი არ დაეთანხმა. გულშემატკივრები აღნიშნავდნენ, რომ მესის ეს ქმედება განზრახ არ ჩაუდენია და პირიქით, ალვარესმა ზედმეტად ემოციურად გამოხატა ეს ეპიზოდი.