ფეხბურთი

14:27 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრები აზიაში თამაშს გეგმავს

მას შემდეგ, რაც UEFA-მ რუსულ კლუბებს და ეროვნულ გუნდს საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა აუკრძალა, რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია კონფედერაციის შეცვლაზე დაფიქრდა.



,,რამდენიმე თვის წინ ვამბობდი, რომ აზიაზე ფიქრი ნაადრევი იყო, მაგრამ ამჟამად ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. მე ჯერ არ მილაპარაკია აზიის წარმომადგენელთან, რადგან UEFA კვლავ ევროპული ოჯახის ნაწილად გვთვლის და მის ზურგს უკან მოლაპარაკების გამართვა უსიამოვნო იქნებოდა, თუმცა ამ საკითხის შესახებ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ" - განაცხადა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა.

თებერვალში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის გამო, UEFA-მ ყველა რუსული კლუბი ევროტურნირებიდან მოკვეთა, ეროვნულ ნაკრებს კი საერთაშორისო ასპარეზობაზე გამოსვლა აუკრძალა.

0.114997