ფეხბურთი

13:21 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანელო ალვარესი: მესიმ ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მექსიკის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლეო მესი გასახდელში საკუთარი ბუცების გახდის დროს, შემთხვევით მექსიკის მაისურს ადგამს ფეხს. ამ ქმედებამ მექსიკელი მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება გამოიწვია.



,,მესის ურჩევნია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს. ისევე როგორც მე ვცემ პატივს არგენტინას, მანაც უნდა სცეს პატივი მექსიკას. მე არ ვსაუბრობ მთლიანად ქვეყანაზე, მხოლოდ იმ საქციელზე, რომელიც მან ჩაიდინა" - განაცხადა კანელომ

სოციალურ ქსელებში კანელოს ამ მოსაზრებას ბევრი არ დაეთანხმა. გულშემატკივრები აღნიშნავდნენ, რომ მესის ეს ქმედება განზრახ არ ჩაუდენია და პირიქით, ალვარესმა ზედმეტად ემოციურად გამოხატა ეს ეპიზოდი.

ლეო არგენტინის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. მან მექსიკასთან მატჩში ჯერ შორეული დარტყმით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი მისი პასით ენცო ფერნანდესმა გაიტანა. ორი ტურის შემდეგ არგენტინას 3 ქულას აქვს, მომდევნო მატჩს კი ,,ალბისელესტე" 30 ნოემბერს, 23:00 საათზე პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113787