მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ჩინეთშიც გადაიცემა, თუმცა მათი ტელევიზია 30 წამით გვიან მაუწყებლობს და იმ გულშემატკივართა კადრებს არ აჩვენებს, ვისაც ნიღბები არ უკეთიათ.
ჩინეთში კვლავ მკაცრად იცავენ კოვიდ პროტოკოლს, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კი ისევ ლოქდაუნია გამოცხადებული. რამდენიმე ქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები იმართება მკაცრი კოვიდ პოლიტიკის მიმართ, რის გამოც ჩინურმა მაუწყებელმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებას ფლობს, გადაწყვიტა პირდაპირ ეთერში მატჩები 30 წამის დაგვიანებით გაუშვას, გულშემატკივართა კადრები კი მთავარი მწვრთნელის, ან ფეხბურთელთა კადრებით გადაფაროს.
კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 უკვე 8 დღეა მიმდინარეობს, დღეს კი მეორე ტურის ბოლო მატჩები გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ინტერნეტი აქვთ, უბრალოდ გარკვეული სოციალური ქსელები, საიტები აქვთ დაბლოკილი. VPN ჭირდებათ. შიდა საკომუნიკაციო მოხმარების ინტერნეტი უფრო პოპულარულია.
ინტერნეტით უმთავრესად ყველა თამაში 1 წუთის დაგვიანებით გადის..გარდა იმათი, ვისაც ნაყიდი აქვთ..შეგიძლიათ შეამოწმოთ და დარწმუნდებით.
ინტერნეტი არა აქვთ ჩინელებს, მარტო ტელევიზიაზე არიან დამოკიდეულები?