მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ MLS-ის გუნდი ,,ინტერ მაიამი" ლეო მესისთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მისმა გარემოცვამ უარყო.
ბრიტანული მედიაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ დევიდ ბექჰემის თანამფლობელობაში მყოფი ,,ინტერ მაიამი" ლეო მესისთან კონტრაქტის დეტალებს ათანხმებდა, მასთან ერთად კი გუნდში ლუის სუარესის და სესკ ფაბრეგასის ტრანსფერზეც მუშაობდა.
CNN-მა ლეოს წარმომადგენელთან საუბარში დაადგინა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა: ,,ეს ტყუილია, ცრუ ინფორმაციაა" - განაცხადა მისმა წარმომადგენელმა მარსელო მენდესმა.
ლეო ამჟამად კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც არგენტინასთან ერთად ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის. C ჯგუფში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ არგენტინას 3 ქულას აქვს, თავად მესიმ კი ჩატარებულ 2 მატჩში 2 გოლის და 1 ასისტის შესრულება მოახერხა.