ფეხბურთი

10:03 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია ტრავმირებულია

კვიპროსის ჩემპიონატში ,,ანორთოსისმა" მორიგი მატჩი ჩაატარა, თუმცა მასში ქართველ მეკარეს მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ბერძნული მედია იტყობინება ამის მიზეზი ის არის, რომ მან მატჩამდე დისკომფორტი იგრძნო, ვარჯიში ვეღარ გააგრძელა და მატჩიც ამის გამო გამოტოვა.



გიორგი ლორია ,,ანორთოსისის" კარში ანდრეას კერავნოსმა ჩაანაცვლა და წარმატებულადაც, რადგან კარის მშრალად შენახვა მოახერხა, მატჩი კი ქართველი მეკარის გუნდმა 0:1 მოიგო.

ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ რამდენად სერიოზულია გიორგი ლორიას ტრავმა. ,,ანორთოსისს" კვიპროსის ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და ცხრილის მე-6 ადგილზე იმყოფება.

0.115218