საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურში დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონმა“ „ტულუზი“ დაძაბულ ბრძოლაში 21:14 დაამარცხა, ხოლო ნინიაშვილმა ლელო მიითვალა.
„ლიონი“ ანგარიშით 6:7 მარცხდებოდა და 47-ე წუთზე ქართველმა მორაგბემ ლელოს დადება მოახერხა, რის შედეგადაც საკუთარი გუნდი დააწინაურა. ნინიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 ლელო აქვს საკუთარ ანგარიშზე.
„ლიონი“ ტოპ 14-ში 29 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ბაიონს“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
5 : 5_ზე კაცი არ ჰყოფნით და რა უნდა მოიგონ!
ჩვენი ნაკრების კალათბურთელი, რომ დავიმატოთ ალბათ უკეთესი იქნება
16 ქულით წაგებას იმედიან წაგებას ეძახით. რატო დაგვცინიან ესენი ვერ გავიგე, რატომ ჩამოყავთ და უხდიან ფულს ლეგიონერებს, მიზანი რა აქვთ, ქართული კალათბურთის დაცინვა?
მაზოხისტები არიან ეს ბელთაყვები.