ფეხბურთი

1:43 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დამწვარი მანქანები და ქაოსი ბრიუსელში: მაროკოელმა ფანებმა ბელგიაში არეულობა მოაწყვეს

მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგია 2:0 დაამარცხა, რასაც ბრიუსელის ქუჩებში არეულობა მოჰყვა.

მაროკოელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ბრიუსელში ცხოვრობენ, ქალაქის ქუჩებში „ნამდვილი პარტიზანული ომი“ წამოიწყეს - მათ ჩაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები და მანქანებს ცეცხლიც კი წაუკიდეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციას მაროკოელების დაშოშმინება, რომლებიც გამარჯვებას უცნაური ფორმით გამოხატავდნენ, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით მოუწია.

„მტკიცედ ვგმობ დღევანდელ ინციდენტს. პოლიციამ ყველა საშუალება გამოიყენა წესრიგის შესანარჩუნებლად. გავეცი ბრძანება, რომ პოლიციამ ადმინისტრაციული დაკავება გააგრძელოს შეტაკებებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - თქვა ბრიუსელის მერმა.

ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ არეულობის დროს ბრიუსელის მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მოუწია.

0.123273