ფეხბურთი

0:05 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში ქომაგი მოედანზე შეიჭრა და მეკარეს თავში კუთხურის ალამი ჩაარტყა (+VIDEO)

თურქეთის პირველი ლიგის (რანგით მეორე ლიგა) შეხვედრაში დაუჯერებელი ამბავი მოხდა - გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და მეკარეს თავში კუთხურის ალამი ჩაარტყა.

„გიოზთეპესა“ და „ალტაის“ მატჩი მე-19 წუთზე შეწყდა, რადგან სტადიონზე სასწრაფო დახმარების მანქანის შეყვანა გახდა საჭირო დაშავებული გულშემატკივრის დასახმარებლად. ინციდენტიც სწორედ ამ პაუზის დროს მოხდა.

„გიოზთეპეს“ ქომაგი მოედანზე შეიჭრა და „ალტაის“ მეკარე ოზან ოზენჩს უკნიდან მიეპარა, რის შედეგადაც მას ორჯერ თავში ალამი მთელი ძალით ჩაარტყა. თურქ მეკარეს სისხლდენა ჰქონდა და თავი დაზიანებული აქვს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გონზეა.

მთავარმა მსაჯმა კი აღნიშნული ინციდენტის შემდეგ თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121965