ნიქოზიის „აპოელის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ „ომონიასთან“ მოგებული მატჩის (4:0) და გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს გოლი ძალიან სჭირდებოდა, რადგან რთული პერიოდი გაიარა.
„რთული პერიოდი გამოვიარე და გოლის გატანა ძალიან მჭირდებოდა. ვამაყობ „აპოელის“ პერსონალით და გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, განსაკუთრებით დღევანდელი გამარჯვების შემდეგ“, - თქვა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა, კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კი პირველი გოლი გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ „ომონიას“ წინააღმდეგ გოლი ლაშა დვალმაც გაიტანა.