სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

22:59 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანადა პირველად დაეუფლა დევისის თასს

კანადის ჩოგბურთელთა ნაკრებმა პირველად მოიპოვა დევისის თასი. ტურნირის ფინალში, რომელიც ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩატარდა, კანადელებმა 2-0 მოუგეს ავსტრალიას. გადამწყვეტი გამოდგა მსოფლიოს მეექვსე ჩოგნის, კანადელი ფელიქს აუგერ-ალიასიმეს და ავსტრალიელი ალექს დე მინორის შეხვედრა, რომელიც კანადელმა 6-3, 6-4 მოიგო.

აუგერ-ალიასიმემ 16 ქულა თამაშიდან მოიპოვა, მისმა მეტოქემ კი ეს მხოლოდ ხუთჯერ შეძლო. ეს სხვაობა ანგარიშზეც აისახა. კანადელმა ზუსტი ფორჰენდით (წაღმა დარტყმა) მოიპოვა გამარჯვების ქულა და მაშინვე თანაგუნდელთა გარემოცვაში აღმოჩნდა.

„ძნელია ჩემი ემოციების გადმოცემა. ჩვენ ყველან ამ მომენტზე ვოცნებობდით. ეს მართლა ოცნების ახდენა იყო“, - განაცხადა აუგერ-ალიესიმემ, ვინც შეხვედრის დასაწყისში, სამი ბრეიკ პოინტი მოიგერია და აქედან მოყოლებული, კროტზე გაბატონდა.

მან მერვე გეიმში მიაღწია ბრეიკს, პირველი სეტის ბოლო გეიმში კი ეისით მოიპოვა ქულა და სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. კანადელმა უპირატესობა მეორე სეტშიც შეინარჩუნა. თუმცა დასაწყისში ამჯერადაც მოუწია მეტოქის შემოტევის მოგერიება. ამჯერად, მეორე გეიმში ორი ბრეიკ პოინტი გააქარწყლა, მომდევნო გეიმში კი თავად შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მეექვსე გეიმში დე მინორმა მეტოქის მოწოდებაზე 40-0 უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ამჯერადაც ვერ გამოიყენა.

პირველ შეხვედრაში, კანადელმა დენის შაპოვალოვმა, ვინც იტალიასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში, დიდი ძალა შეალია ლორენცო სონეგოს სამ სეტში დამარცხებას, ავსტრალიელ თანასი კოკინაკისთან თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და 4-0 დაწინაურდა. მან პირველი სეტი იოლად მოიგო და მეორეს მესამე გეიმში კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის მოწოდება. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი - შაპოვალოვს მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ცნობისათვის, კანადის ნაკრები 2019 წელსაც გავიდა ფინალში, მაგრამ ესპანეთთან 0-2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.13023