ფეხბურთი

19:00 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაროკომ ბელგიის ნაკრებს სარკეში ჩაახედა

ბელგიის ნაკრები პირველ ტურში კანადასთან გადარჩა, მაგრამ მეორე ტურში მაინც უქულოდ დარჩა.

რობერტო მარტინესის გუნდი ორი ტურის თავზე ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუებაა და მორიგი უფერული თამაში ჩაატარა, ამჯერად მაროკოს ნაკრებთან, რომელმაც დამსახურებულად დაამარცხა.

აფრიკელები პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ, მაგრამ ჰაკიმ ზიეშის გოლი გააუქმეს. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მაროკომ ორჯერ გაიტანა. ჯერ აბდელჰამიდ საბირიმ საჯარიმო დარტყმა მახვილი კუთხიდან, მერე კი ზაკარია აბუხლალმა გამოიჩინა თავი.

ამრიგად, მაროკოს ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს და გოლიც არ გაუშვა, თანაც ჯგუფის ფავორიტებს, ხორვატიასა და ბელგიას ეთამაშა. ბელგიის ნაკრების აქტივში მხოლოდ 3 ქულაა და წინ ხორვატიასთან თამაში ელოდება, აფრიკელები კი კანადას შეხვდებიან.

ჩანს, რომ ბელგიის ნაკრები ოქროს თაობის დრო წავიდა და ეს აღარ არის ის გუნდი, რომელიც ბოლო წლებში იყო. გუნდში თაობათა ცვლის პროცესია და ახალი თაობა ნამდვილად არ არის იმ სიმაღლეზე, როგორზეც მისი წინამორბედი იყო.

მაროკოს ნაკრები კი ძალიან მოტივირებული თამაშობდა და სტადიონზე გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერაც ჰქონდა.

ბელგია - მაროკო 0:2 (0:0)

დოჰა, „ალ თუმამა სთედიუმი“

ბელგია (3-5-1-1): კურტუა; მუნიე (ლუკაკუ 81), ალდერვეირელდი, ვერტონგენი; კასტენი, ონანა (ტილემანსი 60), ვიტსელი, ე. აზარი (მერტენსი 60), ტ. აზარი (ტროსარი 75); დე ბრუინი, ბატშუაი (დე კეტელარე 75).

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მაროკო (4-3-3): მუნირი; ჰაკიმი (ატიატ-ალალი 68), აგერდი, საისი, მაზრაუი; უნაჰი (ელ იამიქი 78), ამრაბატი, ამალა (საბირი 68); ზიეში, ენ-ნესირი (ჰამდალა 73), ბუფალი (აბუკლალი 73)

მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი

გოლები: 0:1 საბირი (73), 0:1 აბუხლალი (90)

გაფრთხილება: ონანა (29), საბირი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 11 (4) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: სესარ არტურო რამოსი (მექსიკა)

1. მაროკო 2 1 1 0 2 0 2 4
2. ბელგია 2 1 0 1 1 2 -1 3
3. ხორვატია 1 0 1 0 0 0 0 1
4. კანადა 1 0 0 1 0 1 -1 0
0.131778