ფეხბურთი

15:28 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილი: "კვარადონა? მამაჩემი შეუდარებელია, მაგრამ კვარაცხელია საოცარი მოთამაშეა"

დიეგო მარადონას შვილმა, უმცროსმა დიეგო მარადონამ იტალიურ მედიასთან მამამისთან ხვიჩა კვარაცხელიას შედარებასა და კვარადონას მეტსახელზე კომენტარი გააკეთა.

„ხალხს მოსწონს მისნაირი სტილის ფეხბურთელები, მაგრამ მამაჩემს არავინ ჰგავს, საუკეთესო იყო, არის და იქნება. თუმცა, ქართველი რა თქმა უნდა, საოცარი მოთამაშეა“, - თქვა დიეგოს შვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონას შვილი ნეაპოლშია დაბადებული და იქ ცხოვრობს, რადგან დედამისი იტალიელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112981