ჭადრაკი

23:00 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილი და სტურუა მსოფლიო ჩემპიონები არიან

იტალიის ქალაქ ასისში დასრულდა სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ზურაბ სტურუამ და ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.



50+ ასაკის კატეგორიაში ზურაბ სტურუამ ბოლო შეხვედრა რუმინელ ვლადისლავ ნევედნიჩისთან ყაიმით დაასრულა, 11 შეხვედრიდან 8-ნახევარი ქულა მოაგროვა და საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე და მესამე ადგილები ლიეტუველმა და რუმინელმა მოჭადრაკეებმა დაიკავეს.

ამავე ასაკის კატეგორიაში ქალთა რეიტინგში პირველი ადგილი გაიყო სოფიკო ტერელაძემ. ბოლო პარტიაში მანაც ფრედ ითამაშა ბრაზილიელ დარსი ლიმასთან და ტურნირი 7-ნახევარი ქულით დაასრულა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილი ერგო

მერვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა. მან 65+ ასაკის ქალთა კატეგორიაში ბოლო პარტია ფრანგ ჟან-ლუკ როოსთან ყაიმით დაასრულა, 11 შეხვედრიდან 7 ქულა დააგროვა და ტურნირის ჩემპიონის თასს დაეუფლა.

0.121842