ფეხბურთი

20:37 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ თანაგუნდელები სადილზე დაპატიჟა

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა განასთან მოგებული მატჩის შემდეგ ფერნანდუს სანტუშის მიერ მიცემული დასვენების დღე გამოიყენა და თანაგუნდელები სადილზე დაპატიჟა.



რონალდუმ პორტუგალიელი ფეხბურთელები ალ მაჰას კუნძულზე ახლადგახსნილ რესტორან ,,Tatel de Doha"-ში სადილად წაიყვანა. თანაგუნდელებმა სადილის წინ ჯგუფური ფოტო გადაიღეს, რომელზეც ბერნარდუ სილვა, ჟოაუ კანსელუ და ჟოზე სა არ ჩანან. როგორ გაირკვა, ამ ფეხბურთელებმა კატარში მყოფ ნათესავებთან ერთად გადაწყვიტეს თავისუფალი დროის გატარება.

პორტუგალიის ნაკრებმა კატარის მუნდიალი განას წინააღმდეგ მოპოვებული რთული გამარჯვებით დაიწყო და 3 ქულით H ჯგუფს ლიდერობს. აღნიშნულ შეხვედრაში რონალდუმ პენალტი გაიტანა და ისტორიაში პირველი მამაკაცი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 5 მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა. მომდევნო მატჩს ფერნანდუ სანტუშის გუნდი 28 ნოემბერს, 23:00 საათზე გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120819