კატალონიის „ბარსელონას“ „პალმეირასის“ ამომავალი ვარსკვლავის, 16 წლის ენდრიკის გადაბირება სურს და ეს ინფორმაცია „ბლაუბრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ დაადასტურა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ვესაუბრეთ მამამისს და ასევე მას, ავუხსენით ჩვენი პროექტი ბარსელონაში. ვეძებთ ნიჭიერ ფეხბურთელებს და ის ტალანტია, რომელსაც შეუძლია თამაშში განსხვავების შექმნა. გოლებს იტანს, დრიბლინგებს აკეთებს და არის მოთამაშე, როგორც აწმყოსთვის, ისე მომავლისთვის.
ისეთი ფეხბურთელია, როგორიც გვჭირდება. იცის ჩვენი პროექტი და ამაზე უკვე ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ ეს მასზეა დამოკიდებული. ეს ყოველთვის ასეა, როგორც წესი, ფეხბურთელი მიდის იქ, სადაც თამაში სურს“, - თქვა ჩავიმ.
ენდრიკი ბრაზილიაში მთავარ ტალანტად მიიჩნევა, ბრაზილიის სერია A-ს გასულ სეზონში მან 7 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა.
Warning: Undefined array key "Interface" in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php on line 139
Fatal error: Uncaught mysqli_sql_exception: Duplicate entry '1-241afb318a8d80bd7f8435881d2b67d5' for key 'LangID_2' in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php:510 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php(510): mysqli_query() #1 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php(320): _Interface() #2 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 510