ფეხბურთი

18:45 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს მედისონი ვარჯიშს დაუბრუნდა

ინგლისის ნაკრების ბანაკში კარგი სიახლეა. გუნდს ,,ლესტერის" ნახევარმცველი ჯეიმს მედისონი დაუბრუნდა, რომელმაც დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.



ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა მუხლის დაზიანება 12 ნოემბერს, ,,ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო და მისი ნაკრებში გამოძახება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა გარეთ საუთგეითმა ,,ლესტერის" ნახევარმცველს ნდობა მაინც გამოუცხადა და ის ეროვნულ გუნდში იხმო.

მედისონი ერთ-ერთი იყო იმ 14 ფეხბურთელთაგან, ვინც დღეს აღდგენით ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საუთგეითს გუშინდელი მატჩის შემდგომ აქტიურად აკრიტიკებენ ფილ ფოდენის და სხვა საჭირო ფეხბურთელების სათადარიგოთა სკამზე დატოვებისთვის, მედისონის დაბრუნებამ მას არჩევანი უფრო უნდა გაუმრავალფეროვნოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 26 წლით ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში კარგი სეზონი აქვს.

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფს 2 ტურის შემდეგ 4 ქულით ლიდერობს. ,,სამი ლომი" მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს, 23:00 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს.

0.11408