მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტური E ჯგუფში იაპონიისა და კოსტა რიკის დაპირისპირებით გაიხსნება. ეს არის ორი გუნდი, რომლებმაც პირველ ტურში სრულიად საპირისპირო შთაბეჭდილება დატოვეს და განსხვავებული შედეგები აჩვენეს.
თუმცა, ყოველი თამაში ახალი ფურცელია და გამორიცხული არაფერია. იაპონიის ნაკრები პირველი ტურის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო, რადგან ტურნირის ფავორიტი გერმანიის ნაკრები დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 73-ე წუთამდე აგებდა. თუმცა, შემდეგ 2 უპასუხო გოლი გაიტანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
კოსტა რიკამ პირიქით - თავი შეირცხვინა და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ჩრდილოამერიკელებმა ესპანეთის ნაკრებთან 0:7 წააგეს, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამრიგად, იაპონია მოგების შემთხვევაში პრაქტიკულად მერვედფინალში გავა, ხოლო კოსტა რიკა წაგებით ნამდვილად ყოველგვარ შანსს დაკარგავს.
იაპონიის ნაკრებში ჰიროკი საკაის თამაში საეჭვოა, რადგან ბოლო ვარჯიში ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ გამოცდილ მარჯვენა მცველს ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი“ ტაკეჰირო ტომიასუ შეცვლის, რომელმაც ხუთშაბათს ვარჯიში ასევე გამოტოვა, მაგრამ სავარაუდოდ, თამაშისთვის მზად იქნება. ძირითადში გამოჩნდება რიცუ ასანო, რომელმაც გერმანიასთან გოლი გაიტანა და ის დაიზენ მაედას ადგილს დაიკავეს. კოსტა რიკის ნაკრებში ჯოელ კემპბელს ენტონი კონტრერასი უნდა შეუწყვილდეს, თუმცა, ბრაიან რუისი და ალვარო ზამორაც გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყონ.
სტატისტიკა
იაპონიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1998 წელს ითამაშა და მას შემდეგ მუნდიალი არ გამოუტოვებია. აზიელები წინა 6 შემთხვევიდან 3-ჯერ ჯგუფიდან გავიდნენ.
კოსტა რიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6-ედ მონაწილეობს საუკეთესო შედეგი 2014 წელს აჩვენა, როცა ურთულეს ჯგუფში, იტალიას, ინგლისსა და ურუგვაის აჯობა, მერვედფინალში საბერძნეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში პენალტების სერიაში ნიდერლანდებთან წააგო. გარდა ამისა, ისინი ჯგუფიდან 1990 წელსაც გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ კოსტა რიკა მუნდიალზე ზედიზედ მესამედ თავის ისტორიაში პირველად თამაშობს.
კოსტა რიკა ბოლო ნაკრებია, რომელმაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა (მიმდინარე წლის ივნისში).
ლუის ფერნანდო სუარესისთვის ეს მესამე მსოფლიოს ჩემპიონატია. კოლუმბიელი მწვრთნელი მანამდე მუნდიალზე ეკვადორისა (2006) და ჰონდურასის ნაკრებთან (2014) ერთად იყო.
იაპონია და კოსტა რიკა ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და ყველა მატჩი ამხანაგური იყო. აზიელებს დიდი უპირატესობა აქვთ - 4 მოგება, 1 ფრე. ბოლოს ისინი 2018 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და იაპონიამ 3:0 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
27 ნოემბერი, 14:00 საათი
ალ რაიანი, „აჰმად ბინ ალი სთედიუმი“
იაპონია (4-2-3-1): გონდა; ტომიასუ, იტაკურა, იოშიდა, ნაგატომო; ენდო, ტანაკა; იტო, კამადა, კუბო; ასანო
კოსტა რიკა (4-2-2-2): ნავასი; ვესტონი, კალვო, დუარტე, ოვიედო; ტეხედა, ბორხესი; ბენეტე, ფულერი; კემპბელი, კონტრერასი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დზალიან მეწყინება ტუ ასეტი შედეგი დაუდგება ზესტას, მაშინ კოკაია ყვე----ბიტ უნდა დაკიდონ ფეროს ტრუბაზე.
ის რაც ზესტაფონში ხდება ყველაფერი კოკაიას დამსახურებაა. გამოფხიზლდით ხალხნო ვერ ხედავთ რომ გაბოლებთ ეს არაკაცი, ეგ თავისი ჯიბის ფულით გაფინანსებთ გგონიათ, წავიდეს სადაც უნდა ფეროს ფულების მჭამელი. იწუწუნებს ეხლა და მერე გამოჩნდება ფული და ისევ დაიწყებს გუნდი თამაშს და ყოველი სეზონის დაწყების წინ იგივე გამეორდება. არ დაიღალეთ ამის ტყუილებით!?
რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ფეროდან ზესტა არ ფინანსდება, იქ კოკაიას წილი არ აქვს. წილი აქვს ფიფიას ფეროში და ფინანსდება დინამო.
აზროვნების უნარი ვისაც აქვს და წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლია, ყველა მიხვდება რომ გამგეობა ვერ ასრულებს ჯერჯერობით თავის სიტყვას
მასე არარის ყველაფერს თავის წესები აქვს იურიდიულათ.თუ კანონის გარეშე ჩაურიცხავენ სისხლის სამართლის დამნაშავები გამოვლიან.
კოკაიამ თქვა და ასრულებს თავის სიტყვას.ჩემს მიერ გადახდილი ფულით მოწინაამღდეგე გუნდს აფინანსებენო.რატომ უნდა გადავყარო ამდენი ფულიო და მართალიც არის ჩემი აზრით
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
ნამდვილად საწყენია ზესტაფონისბამბავი.ვამბობდი და კიდევაც დაამტკიცა კოკაიამ რა არაკაციც ყოფილა.
ზოგიერთს ვითომ წყენს და თან შანსს არ უშვებს უკბინოს კოკაიას ერთ ადგილზე. ყველამ იცის რომ ეს გუნდი კოკაიას მეშვეობით არსებობდა და არსებოს. ზოგიერთი უნამოსუ არაკაცი ბოღმისგან ენას მაინც ვერ აჩერებს
ძალიან მეწყინა აშკარად ალამაზებდა ჩემპიონატს ზესტაფონი...
რუსტავის მეტალურგი საერთოდ უპატრონოდაა არც არ აფინანსებს და არც არავინ....ზესტაფონის ამბავი კი ძალიან მეწყინა......
ვეღარ გავიგე რა ხდება ყველა წუწუნებს და ბოლოს ანტალიაში გარბიან შეკრებებზე
აღარ დასრულდა ამ კლუბის გასაჭირი........
რა გახდა ამ 200 000ის ჩარიცხვა, მეტალურგი და ზესტაფონი ნამდვილად არ უნდა იყოს დაშლის პირას...
მეტალურგს გასაგებია, მეტალურგიულ ქარხანას რომელიც კლუბის ძირითადი დამფინასებელია სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს...