ფეხბურთი

13:48 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატ გოგონას სტადიონზე გამომწვევი ჩაცმულობის გამო კატარში პატიმრობა ემუქრება

ხორვატიის ნაკრების ცნობილ და ულამაზეს გულშემატკივარს, ივანა კნოლს კატარში პატიმრობა ემუქრება.

30 წლის ლამაზმანი, რომელიც მის ხორვატიის ტიტულსაც ფლობს, ხორვატიისა და მაროკოს შეხვედრას ალ ხორში, „ალ ბაით სთედიუმზე“ გამომწვევი ჩაცმულობით დაესწრო, რამაც კატარელების აღშფოთება გამოიწვია.

როგორც უცხოური მედია წერს, ივანას ამის გამო პატიმრობა ან ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება. ჩვეულებრივ, კნოლი ხორვატიის ნაკრების თამაშებზე მსგავსი ჩაცმულობით დადის, მაგრამ კატარში ეს ყველაფერი აკრძალულია, მიუხედავად ამისა, მან ადგილობრივი აკრძალვები არ გაითვალისწინა.

ივანამ სტადიონზე გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც დადებითი კომენტარები მოჰყვა, მაგრამ იყო უარყოფითი შეფასებები და კომენტარები, რომლის მიხედვით მან პატივი არ სცა იმ ქვეყნის კულტურასა და რელიგიას, სადაც იმყოფება...

0.138935