საუდის არაბეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი არგენტინასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ Rolls-Royce-ის მარკის ავტომობილით დაჯილდოვდა.
მოთამაშეებს ეს საჩუქარი საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გაუკეთა. ამ მოდელის მანქანის ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკრების განაცხადში 26 ფეხბურთელია, პრინცმა დაახლოებით 13 მილიონი ევრო გაიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთში ფეხბურთელი Rolls-Royce-ით დააჯილდოვეს. სამეფო ოჯახმა იგივე საჩუქარი ნაკრების მოთამაშეებს 1994 წელს გაუკეთა, როცა გუნდმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა და მერვედფინალში ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ მანამდე მუჰამედ ბინ სალმანმა არგენტინასთან გამარჯვების მეორე დღეს ქვეყანაში ეროვნული დღესასწაული გამოაცხადა.