ინგლისის ნაკრები პირველ ტურში ძალიან კარგი და ფეერიული იყო, მეორე ტურში ცუდი, მოსაწყენი, უფანტაზიო და ერთფეროვანი.
გარეთ საუთგეიტის გუნდი მუნდიალს იდეალურ ფორმაში არ შეხვედრია, გავიხსენოთ, რომ ირანთან მატჩამდე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, შესაბამისად, ასე სწრაფად იდეალურ კონდიციაში ვერ შევიდოდა, მაგრამ აშშ-ს ნაკრებთან ძალიან სუსტად ითამაშა.
მატჩი 0:0 დასრულდა და თუ ვინმეს უნდა მოეგო, ისევ აშშ-ს, რომელსაც პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა: ჯერ ვესტონ მაკკენიმ დაარტყა არაზუსტად პრაქტიკულად იდეალური პოზიციიდან, მერე კრისტიან პულიშიჩის დარტყმა ხარიხას მოხვდა. ინგლისსაც ჰქონდა ერთი კარგი მომენტი, მაგრამ მეისონ მაუნთს მეკარემ აჯობა. მეორე ტაიმში კი გუნდებს თითქმის არაფერი შეუქმნიათ.
შესაბამისად, B ჯგუფშიც არაფერია გარკვეული და ყველაფერი ბოლო ტურმა უნდა გადაწყვიტოს, რომელშიც ინგლისი უელსს და აშშ ირანს შეხვდება. აფიშიდანაც ჩანს, რომ მაგარი მატჩები ექნება, ამას სატურნირო მოტივაცია ემატება.
მანამდე კი, ინგლისი 4 ქულით ლიდერია, 3 ქულა აქვს ირანს, 2 აშშ-ს და 1 - უელსს. ამრიგად, ინგლისი და ირანი უკეთეს ვითარებაში არიან, რადგან ბოლო ტურში ქულა ორივეს აწყობს, აშშ-ს და უელსს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.
ინგლისი - აშშ 0:0 (0:0)
ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი; ტრიპიერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ; რაისი, ბელინგემი (ჰენდერსონი 68); საკა (რაშფორდი 78), მაუნთი, სტერლინგი (გრილიში 68); კეინი
მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
აშშ (4-3-3): ტერნერი; დესტი (მური 78), ზიმერმანი, რეამი, რობინსონი; მაკკენი (აარონსონი 77), ადამსი, მუსა; ვეა (რეინა 83), რაიტი (სარგენტი 83), პულიშიჩი
მწვრთნელი: გრერ ბელჰატერი
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 10 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ხესუს ვალენსუელა (ვენესუელა)