ფეხბურთი

13:57 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შეკრებისთვის მზად იქნება

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შეკრებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ გამოცემა Il Mattino იტყობინება.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, „ნაპოლი“ 29-30 ნოემბერს შეიკრიბება და სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადებას დაიწყებს, ხოლო 1 დეკემბერს გუნდი თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც გუნდთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია და ამირ რაჰმანიც იქნებიან, რომლებსაც ბოლო მატჩები ტრავმების გამო გაუცდათ.

იტალიური ვებგვერდის ცნობით, კვარაცხელიამ პრობლემები უკან მოიტოვა და შეკრებაზე სრულ მზადყოფნაში იქნება. „ნაპოლის“ თურქეთში რამდენიმე ამხანაგური თამაში აქვს დაგეგმილი და იქ 2 კვირა დარჩება, ხოლო 17 დეკემბერს, „სტადიო მარადონაზე“ ესპანურ „ვილიარეალთან“ ისპარინგებს.

იტალიის სერია A-ს სეზონი 2023 წლის 4 იანვარს განახლდება და „ნაპოლის“ პირველი თამაში „სან სიროზე“ „ინტერის“ წინააღმდეგ ელოდება.

0.11665