ფეხბურთი

13:10 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი: "კვარაცხელია საუკეთესოა, დიდი ხანია ასეთი სრულყოფილი ფეხბურთელი არ მინახავს"

იტალიის ნაკრებისა და კანადური „ტორონტოს“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში სკუდეტოსთვის ბრძოლასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, შემადგენლობით იტალიაში „იუვენტუსი“ საუკეთესოა, მაგრამ ზოგადად, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლიში“ თამაშობს - ხვიჩა კვარაცხელია.

„იუვენტუსს“ პოტენციურად უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე „ნაპოლის“, რომელიც გიჟურად თამაშობს და ექსტრაორდინალური ფეხბურთელი ჰყავს - კვარაცხელია. ჩემი აზრით, ის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, წლებია ასეთი სრულყოფილი ფეხბურთელი არ მინახავს: ფიზიკურად ძლიერია, ბევრს დარბის ჭკვიანია, ძლიერი ხასიათი და დამანგრეველი სიჩქარე აქვს. „ნაპოლის“ ზაფხულში გაუჭირდება ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება.

თუმცა „იუვენტუსს“, ბოლო პერიოდში პროგრესი აქვს, როცა იანვარში სრული შემადგენლობით დაბრუნდება, რთული იქნება მისი შეჩერება. სეზონის დასაწყისში არ იყო ნამდვილი "იუვენტუსი", ასეთი ბოლო მატჩებში ვნახეთ, როცა გოლსაც კი არ უშვებდა“, - თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017-2022 წლებში თამაშობდა, გასულ ზაფხულს კი კანადაში გადაბარგდა. 2021 წელს ის იტალიის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118601