თამაშგარე

12:30 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი უსექსოდ და უსასმელოდ

დიდ შეჭირვებაში არიან ყატარში მიმდინარე მუნდიალზე მყოფი ევროპელი და სამხრეთამერიკელი მამრნი. ჯერ იყო და სტადიონზე ლუდის სმა აუკრძალეს და სადაც ლუდის სმა შეიძლება, იქაც ალკოჰოლის რაოდენობაზე დააწესეს კონტროლი, მერე საერთოდ გადაირივნენ და პაპანაქება სიცხეში შორტების ჩაცმა შეზღუდეს.

თუმცა ეს შეზღუდვები არაფერია იმასთან შედარებით, რომ ყატარში დიაცთან სექსის წყურვილით ღლაბუცის მცდელობაც კი აკრძალულია და ამ ქმედებაზე იმხელა ჯარიმაა დაწესებული, ჭკვიან და ყაირათიან კაცს ურჩევნია ამ ყველაფერში „დამნაშავე“ ორგანო ქამარ-ხანჯალივით მოიხსნას და სახლში დატოვოს.

ახლა წარმოიდგინეთ, საკუთარი და მშობლიური ნაკრების გამარჯვებით გაბედნიერებული და სისხლაჩქროლებული არგენტინელი ჯეელი ყატარის დედაქალაქ დოჰაში უაზროდ რომ დაბორიალობს, ქალებთან მიკარებაც კი ეკრძალება და დარდიან გულზე ლუდი (უფრო მაგარ სასმელებზე ნურც იოცნებებს) რომ დალიოს, იმასაც მავანი თავშებურვილი კაცი უკონტროლებს. აბა ასეთ მუნდიალს რა ფასი აქვს?

0.113118