ფეხბურთი

11:05 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

განის ნაკრების მწვრთნელი: "VAR-ის ოთახში ეძინათ, მსაჯმა რონალდუს საჩუქარი გაუკეთა"

განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტო ადომ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი გააკრიტიკა და თქვა, რომ მან კრიშტიანუ რონალდუს საჩუქარი გაუკეთა.

„ჩვენმა ფეხბურთელმა ჯერ ბურთზე ითამაშა და კონტაქტი მერე იყო. არ ვიცი, რას აკეთებდნენ იმ მომენტში მსაჯები. VAR-ის ოთახში ალბათ ეძინათ. სიგიჟეა, რომ მომენტს ვიდეოზე არც კი უყურეს. მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მატჩის მერე ვიკითხე, შემეძლო თუ არა მსაჯთან საუბარი და მითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. კარგი იქნება, მწვრთნელისთვის მსაჯებმა რამდენიმე წუთი რომ გამონახონ. ყველამ დაინახა, რომ პენალტი არ იყო, რატომ დანიშნეს, იმიტომ, რომ რონალდუ იყო? მას საჩუქარი გაუკეთეს“, - თქვა ადომ.

შეგახსენებთ, რომ განის ნაკრები პორტუგალიასთან 2:3 დამარცხდა, მეორე ტურში კი სამხრეთ კორეას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111751