ფეხბურთი

2:50 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: "დარწმუნებული იყავით, ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის მუნდიალზე თამაშს გააგრძელებს.

„არ ინერვიულოთ, ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს განაგრძობს, ამაში დარწმუნებული იყავით. კოჭის ტკივილით რამდენიმე წუთი ითამაშა, მაგრამ მოედანზე დარჩა, რადგან გუნდს სჭირდებოდა და ორივე გოლში მონაწილეობდა. პირველ გოლში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. დარწმუნებული ვარ, მოედანზე გასვლას შეძლებს“, - თქვა ტიტემ.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრებმა სერბეთი 2:0 დაამარცხა, ნეიმარი კი 79-ე წუთზე შეცვალეს და როგორც „სელესაოს“ ექიმმა განაცხადა, მას კოჭი შეშუპებული აქვს.

0.113455