ფეხბურთი

2:11 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ეს მოგება ფუნდამენტური იყო, რეკორდით კი ამაყი ვარ"

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მუნდიალზე პირველი თამაშის მოგება ფუნდამენტური იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ვიცით, რომ ამ ტურნირზე პირველი მატჩის მოგება ფუნდამენტურია. ერთადერთი მოთამაშე ვარ, რომელმაც ზედიზედ ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა, რაც ჩემთვის დიდი სიამაყის წყაროა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. რთული იყო, მაგრამ დამსახურებულად მოვიგეთ.

მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვა. „მანჩესტერის“ თავი დახურულია და ყურადღება მხოლოდ მუნდიალზე მაქვს გამახვილებული. გამარჯვება და ტურნირის სწორად დაწყება გვინდოდა. მოვიგეთ, კარგად ვითამაშეთ, გუნდს ვეხმარებოდი, სხვა ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ნაკრებია“, - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. მის აქტივში მუნდიალზე მთლიანობაში 8 გოლია, რომლებიც 2006, 2010, 2014, 2018 და 2022 წლებზე ნაწილდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112955