ფეხბურთი

1:35 | 25.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შიში ბრაზილიის ნაკრებში: ნეიმარმა ტრავმა მიიღო

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა სერბეთთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით, უცნობია დაზიანების სიმძიმე, მაგრამ სათადარიგო სკამზე ბრაზილიელი ვარსკვლავი ძალიან ცუდ განწყობაზე იყო, რაც „სელესაოს“ ფანებში შიშს იწვევს.

ნეიმარს ფეხებში არაერთხელ ჩაარტყეს, მაგრამ განსაკუთრებით მეორე ტაიმში ნემანია გუდელმა და ნიკოლა მილენკოვიჩმა.

„დარტყმა მიიღო, იმედია, სერიოზული არაფერია“, - თქვა მატჩის შემდეგ ვინისიუსმა. თუმცა, ნეიმარის ტრავმების ისტორიიდან გამომდინარე ოპტიმიზმის საფუძველი არცთუ ისე დიდია.

„კოჭზე დაჭიმულობა აქვს და უკვე ოდნავ შესიებულია. მკურნალობა უკვე დავიწყეთ და ვნახოთ, როგორი რეაგირება ექნება. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. მშვიდად უნდა ვიყოთ, რათა განისაზღვროს როგორი იქნება ტრავმის ევოლუცია“, - თქვა ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა.

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ტიტემ 79-ე წუთზე შეცვალა. „სელესაომ“ სერბეთის ნაკრები რიშარლისონის დუბლით 2:0 მოიგო.

0.114736