ფეხბურთი

19:07 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხე უგოლო თამაში მუნდიალზე

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ პირველი ტური დასრულებული არაა, მაგრამ უკვე მეოთხე უგოლო თამაში ვნახეთ.

H ჯგუფში ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ნაკრებთა მატჩი ძალიან მოსაწყენი გამოდგა და გოლი როგორ გავიდოდა, როცა არცერთ გუნდს კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაურტყამს...

თუმცა, საგოლე მომენტები, მართალია მწირი რაოდენობით, მაგრამ მაინც ორივემ შექმნა. მაგალითად, დიეგო გოდინმა და ფედერიკო ვალვერდემ ბურთი კარის ძელს მოარტყეს, ჰან ი-ჯომ და ჰონ-მინ სონმა მცირედით ააცილეს. საბოლოოდ, ნულოვანი ფრე მაინც ლოგიკური იყო, რადგან გუნდებს მოსაგებად ბევრი არაფერი გაუკეთებიათ.

ურუგვაის ნაკრებისგან მიმდინარე მუნდიალზე მეტი მოლოდინია და ვნახოთ, როგორც ითამაშებს „სელესტე“ მომდევნო ტურში. ისე, ურუგვაელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 2014 წლის მუნდიალის მეორე ტურის მერე, ურუგვაის ჯგუფში გოლი არ აქვს გაშვებული (ზედიზედ 5 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე).

მეორე ტურში ურუგვაის ნაკრები პორტუგალიას შეხვდება, სამხრეთ კორეელთა მეტოქე კი განის ნაკრები ნაკრები იქნება.

ურუგვაი - სამხრეთ კორეა 0:0 (0:0)

ალ რაიანი, „სითი სთედიუმი“

ურუგვაი (4-3-3): როჩეტი; კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ოლივერა (ვინა 79); ვალვერდე, ვესინო (დე ლა კრუზი 79), ბენტანკური; პელისტრი (ვარელა 88), სუარესი (კავანი 64), ნუნიესი

მწვრთნელი: დიეგო ალონსო

სამხრეთ კორეა (4-3-3): კიმ სინ-გიუ - კიმ მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე, კიმ იენ-გვონი, კიმ ჯინ-სუ; ჰვან ინ-ბომი, ჩონი უ-იონი, ლი ჯე (სონ ჯუ-ჰო 74); ნა სანგ ჰო (კან ინ-ლი 75), ჰვან ი-ჯო (ჩო გუე სონი 74), სონი

მწვრთნელი: პაულუ ბენტუ

გაფრთხილება: კასერესი (57) - ჩო გუე-სონი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (0) – 6 (0) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

0.120556