ფეხბურთი

16:17 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარია G ჯგუფში გალიდერდა

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, შვეიცარიის ნაკრებმა კამერუნის ეროვნული გუნდი 1:0 დაამარცხა. ეს მურატ იეკინს გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ. მოგეხსენებათ, G ჯგუფში ამ ორთან ერთად ბრაზილია და სერბეთი თამაშობენ და ისინი შესაბამისად, ოთხეულის ფავორიტებად მოიაზრებიან (მათი მატჩი დღეს, 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება).

თამაში თვალსასეირო ნამდვილად არ ყოფილა, პირველ ტაიმში აფრიკელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ყელაფერი მეორე ნახვრის დასაწყისში უფრო ორგანიზებული შვეიცარიელების ვეტერანი შემტვის, 36 წლის ბრელ ემბოლოს გოლმა გადაწყვიტა.

საბოლოოდ 1:0 და შვეიცარია ჯგუფში გალიდერდა.

შვეიცარია კამერუნი 1:0

ელ-ვაკრა. „ელ-ჯანუბი“

1:0 ემბოლო (48)

შვეიცარია (4-1-2-3): ზომერი, ვიდმერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი (კომერტი 90) , ფროილერი, ჯაკა, სოუ (ფრეი 71), ვარგასი (რიდერი 81), შაჩირი (ოკაფორი 72), ემბოლო (სეფეოვიჩი 72)

მწვრთნელი: მურატ იაკინი

კამერუნი (4-1-2-3): ონანა, ნკულუ, ფაი, კასტელეტო, ტოლო, ზამბო-ანგისა, გუე, ონგლა(ონდუა 68), ტოკო-ეკამბი (ნკუდუ 74), შუპო-მოტინგი (აბუბაქარი 74), მბეუმო (ნგამალუ 81)

მწვრთნელი: რიგობერ სონგი

მსაჯი: ფაკუნდო ტელიო (არგენტინა)

გაფრთხილება: ელვედი (64); ფაი (36)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3-4, ბურთის ფლობა: 51%-49%, კუთხურები: 11-5, თამაშგარე: 2-2

0.125756