ფეხბურთი

13:16 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაბიო გაურკვევლობაშია

„იუვენტუსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, ჟურნალისტებს თავისი საკლუბო მომავლის შესახებ უამბო.

„ახლა გადაწყვეტით ვერაფერს გეტყვით. დავრჩები თუ არა „იუვენტუსში“ გაურკვეველია. თუმცა ახლა ამის განხილვის დრო არ არის. ბოლოდროინდელი ჩემი თამაშის შემყურე, შეიძლება სხვა სახელიან კლუბში გადავიდე, ან „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმო.“ - ციტირებს რაბიოს სიტყვებს La Repubblica.

რაბიოს ტურინულ კლუბთან კონტრაქტს ვადა გაისად ზაფხულში ეწურება. ახალ ხელშეკრულებაზე კი ჯერ არ საუბრობენ. ამიტომ, 2023 წლის იანვრიდან ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარკების უფლება მიეცემა.

რაბიო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს.

0.10987