ფეხბურთი

2:16 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ესპანეთის დამარცხება შეგვიძლია"

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა იაპონიასთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ინდივიდუალური შეცდომების გამო წააგეს. თუმცა, ფლიკი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ესპანეთის დამარცხება შეუძლია.

„სასტიკად იმედგაცრუებული ვართ. დამსახურებულად ვიგებდით, შემდეგ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. იაპონიამ გვაჯობა მომენტების რეალიზაციის მხრივ და ამიტომ, ჩვენზე მეტი გოლი გაიტანეს. ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, რაც აღარ უნდა განმეორდეს, რაღაცები უკეთ უნდა გავაკეთოთ და აუცილებლად გავაანალიზებთ. თუმცა, ესპანეთის დამარცხება შეგვიძლია“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში 27 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117911