ფეხბურთი

21:32 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

იან ვერტონგენი: "აქ ლაპარაკიც მეშინია, ყველაფერი კონტროლდება"

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა იან ვერტონგენმა ფიფას გადაწყვეტილებაზე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე One Love-ს კაპიტნის სამკლაურის გამოყენება აეკრძალა, კომენტარი გააკეთა.

როგორც გამოცდილმა მცველმა აღნიშნა, ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი ეშინია, რადგან კატარში ყველაფერს აკონტროლებენ.

„თუ ახლა კაპიტნის სამკლაურზე განცხადებას გავაკეთებ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს დავსჯი. მეშინია რაღაცის თქმა, ამაზე ლაპარაკით აქ თავს კომფორტულად არ ვგრძნობ. მეშინია One Love-ს სამკლაურზე რამის თქმა, რადგან მეშინია, რომ დისკვალიფიკაციას მომცემენ. ასეთი რამ ფეხბურთში არასდროს განმიცდია და ეს სულაც არ არის კარგი. ჩვენ კონტროლის ქვეშ ვართ.

არ მიყვარს პოლიტიკური განცხადებები, ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ. არ მინდა ამ საკითხზე უფრო მეტის თქმა, ვფიქრობ, საკმარისად ვთქვი და მინდა, რომ თამაშის უფლება მქონდეს“, - თქვა ვერტონგენმა.

0.116993