ავტოსპორტი

18:10 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

დენიელ რიკიარდო "რედ ბულის" სარეზერვო პილოტი იქნება

ფორმულა 1-ის ავსტრიულმა გუნდმა, "რედ ბულმა" დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ავსტრალიელი პილოტი დენიელ რიკიარდო მათი მესამე პილოტი იქნება.



მიმდინარე სეზონის ბოლოს რიკიარდომ ,,მაკლარენი" დატოვა და ადგილი თანამემამულე ოსკარ პიასტრის დაუთმო, რომელიც 2023 წელს ლანდო ნორისთან ერთად ირბოლებს. 8-გზის გრან პრის გამარჯვებული კი მომავალი წლიდან "რედ ბულში" დაბრუნდება და გუნდს ტესტებზე, სიმულატორზე და კომერციულ აქტივობებში დაეხმარება.

"ჩემი ღიმილი ყველაფერს ამბობს. მოხარული ვარ, რომ "რედ ბულის" სახლში ვბრუნდები მესამე პილოტად. ამ გუნდთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ დახვედრას, რომელიც გუნდმა მომიწყო გულწრფელად ვაფასებ" - განაცხადა ავსტრალიელმა.

დენიელ რიკიარდო "რედ ბულის" რიგებში 2014-2018 წლებში ასპარეზობდა, რა დროშიც მან 7 რბოლის მოგება მოახერხა და ჩემპიონატი ორჯერ, მე-3 ადგილზე დაასრულა. გასულ სეზონში რიკიარდომ "მაკლარენის" რიგებში 37 ქულა მოაგროვა და პილოტთა ცხრილში მე-11 ადგილი დაიკავა.

0.110137