ფეხბურთი

17:08 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დროც მოდის - პორტუგალია განით დაიწყებს

მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალია განას დაუპირისპირდება. ამ მატჩში ფავორიტად პორტუალია მიიჩნევა.



H ჯგუფის და მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს განის ნაკრებთან მატჩით იწყებს. პორტუგალიას მიმდინარე მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და ძლიერი გუნდი ჰყავთ და ნანატრი ტიტულის მოპოვებას მთელი ენერგიით შეეცდებიან. განის ნაკრები კი მაქსიმალურად შეეცდება 2010 წელს განცდილი დასანანი მარცხის შემდგომ მუნდიალს ახალი ძალით დაუბრუნდნენ.

მუნდიალის დაწყების წინ კრიშტიანუ რონალდუს სკანდალური ინტერვიუ გავრცელდა. გავრცელდა ვიდეოებიც, თითქოს პორტუგალიელ ვარსკვლავს ნაკრებშიც ცივად დახვდნენ, თუმცა ფეხბურთელებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ გუნდში არანაირი დაძაბულობა არ არსებობს და მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად მზად არიან. ,,ნავიგატორებს" ყველა პოზიციაზე თანაბარი და დაბალანსებული გუნდი ჰყავთ, ამას მუნდიალს მოწყურებული რონალდოც ემატება, რაც პორტუგალიის ნაკრებს საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს.

განის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ინიაკი უილიამსის სახით სერიოზული შევსება მიიღო. ბასკი თავდამსხმელი გუნდის შეტევით პოტენციალს ძმებ აიუებთან ერთად შესამჩნევად გაზრდის. მათ 2014 წლის მუნდიალისთვის რევანშიც აქვთ ასაღები - მაშინ პორტუგალიელებმა 2:1 იმარჯვეს. უკნიდან კი ტომას პარტეის და მოჰამედ კუდუსის დახმარება განას ძალიან გამოადგება.

სტატისტიკა

პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მოუგია, მათი საუკეთესო შედეგი ბრინჯაოს მედლებია, რომელიც 1966 წელს მოიპოვეს.

განა 2010 წელს ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან, თუმცა ლუის სუარესის ის ცნობილი მომენტი, როდესაც ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა ბურთი, ასამოა გიანმა კი პენალტი ვერ გამოიყენა დღემდე მოჩვენებასავით გასდევთ აფრიკელებს. ეს მათი მე-4 მუნდიალი იქნება, 8-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი.

ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ ბრაზილიაში. ის მატჩი პორტუგალიამ მატჩის ბოლოს რონალდუს გატანილი გოლით მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები:

24 ნოემბერი: 20:00 საათი

დოჰა, ,,სთეიდიუმ 974"

პორტუგალია (4-3-3): დიოგუ კოშტა, კანსელუ, პეპე, რუბენ დიაში, გერეირო, რუბენ ნევეში, კარვალიუ, ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა, რონალდუ, რაფაელ ლეაო.

განა (4-5-1): ატი-ციგი, ლემფთი, ამარტეი, ჯიკუ, ბაბა რაჰმანი, პარტეი, აბდულ სამედი, სულემანა, კუდუსი, ჯორდან აიუ, ინიაკი უილიამსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111525