ფეხბურთი

16:02 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ფრე ხორვატია - მაროკოს მატჩში

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღე უგოლო მატჩით გაიხსნა. ალ ხორში, ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები შეხვდნენ, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლენილა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მაროკოსთან 3 ქულას გეგმავდა, მაგრამ ზლატკო დალიჩის გუნდმა აფრიკელებს ბევრი ვერაფერი დააკლო და შეიძლება ითქვას, რეალური საგოლე მომენტის გარეშე ითამაშა. ზოგადად, თანაბარი მატჩი იყო და დაფიქსირებული შედეგი, როგორც ლოგიკური, ისე სამართლიანია.

ორივე გუნდი თავს ძალიან კარგად იცავდა და საგოლე მომენტები თითქმის არ შეუქმნიათ, ყოველ შემთხვევაში, რეალური საგოლე მომენტი. შესაბამისად, 0:0. აუცილებლად უნდა ვთქვათ ლუკა მოდრიჩზე - ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამ სხვადასხვა დეკადაში ითამაშა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე. თუმცა, ლუკამ საკუთარ ნაკრებს გამარჯვება ვერ მოუტანა.

ცხადია, ამ ფრით არცერთი გუნდისთვის არაფერი დაკარგულა და მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. მეორე ტურში 27 ნოემბერს, ხორვატია კანადას, ხოლო მაროკო ბელგიას დაუპირისპირდება.

მაროკო - ხორვატია 0:0 (0:0)

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

მაროკო (4-3-3): ბონო; ჰაკიმი, აგერდი, საისი, მაზრაუი (ატიატ-ალალი 60); უნაჰი (საბირი 81), ამრაბატი, ამალა; ზიეში, ენ ნესირი (ჰამდალა 81), ბუფალი (ეზ აბდე 65)

მწვრთნელი: ვალიდ რეგრაგი

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა; მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (მაიერი 79); ვლაშიჩი (პაშალიჩი 46), კრამარიჩი (ლივაია 71), პერიშიჩი (ორშიჩი 90)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

გაფრთხილება: ამრაბატი (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 7 (2) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ფერნანდო რაპალინი (არგენტინა)

0.138275