ფეხბურთი

15:15 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლამ ,,მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

,,მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.



ესპანელმა სპეციალისტმა ,,ქალაქელებთან" ერთად 11 ტიტულის მოპოვება მოახერხა, მათ შორის ბოლო 5 პრემიერ ლიგიდან 4-ის.

გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ყველა ტურნირზე 374 მატჩიდან 271-ში გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჯამში 921 გოლი გაიტანა.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ,,მანჩესტერ სიტიში" კიდევ 2 წლით დავრჩები. ალბათ, საკმარის მადლობას ვერ გადავუხდი ამ კლუბში ყველას ვინც მე ასეთი ნდობა გამომიცხადა. აქ თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. ყველაფერი მაქვს, რომ ჩემი სამუშაო საუკეთესოდ შევასრულო."

,,ამ კლუბის ისტორიის ახალი თავი შემდეგი დეკადის განმავლობაში გასაოცარი იქნება. პირველივე დღიდან ვგრძნობდი აქ ყოფნაში რაღაც განსაკუთრებულს და კვლავ მაქვს ის გრძნობა, რომ ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ დავრჩე და ტიტულების მოსაპოვებლად ბრძოლა განვაგრძო" - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა ,,მანჩესტერ სიტის" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა.

0.114785