სხვა

14:58 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ქუთათელაძე UFC 283-ზე იბრძოლებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი მებრძოლი იანვარში რიო დე ჟანეიროში გასამართ UFC 283-ზე იბრძოლებს. მისი მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მოიზესი იქნება.



გურამ ქუთათელაძემ გასული ბრძოლა ივნისში, UFC on ESPN 37-ზე ყაზახ დამირ ისმაგულოვთან ჩაატარა და მაშინ ქართველი მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

შერეულ ორთაბრძოლებში ქუთათელაძის ანგარიშზე 12 გამარჯვება და 3 მარცხია. რაც შეეხება მოიზესს, ის ოქტაგონზე ბოლოს ამერიკელი ქრისტოს გაიგოსის წინააღმდეგ ივნისში გავიდა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. მის ანგარიშზე 16 მოგება და 6 მარცხია.

0.121055