სხვა

13:00 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და დადებითი ბალანსისთვის ბრძოლაში დაბრუნდა (+VIDEO)

ქართველი სუმოისტი კიუშუ ბაშოზე დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას აგრძელებს. ლევან გორგაძემ ზედიზედ წაგებული 3 ორთაბრძოლის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინა და ამჯერად მიჯრით ორი დაპირისპირება თავად მოიგო.

ტოჩინოშინი ნოემბრის ტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს მე-15 მაეგაშირა ატამიფუჯის შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით აჯობა. ჩვენებურმა შერკინებისთანავე უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე დოჰიოზე ადვილად დასცა.

ეს წყვილის პირველი დაპირისპირება იყო და ტოჩიმ ურთიერთშეხვედრებში ბალანსი თავის სასარგებლოდ გახსნა.

ამრიგად, ლევანს წლის ბოლო სუპერტურნირზე 5 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს. დადებითი ბალანსისთვის მას დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 3 გამარჯვება სჭირდება. ხვალ კი მე-13 მაეგაშირა ოკინეუმს შეხვდება, რომელთანაც 22 ბრძოლიდან 12 მოგებული აქვს.

0.125836