ფეხბურთი

10:02 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა შესაძლოა აშშ-სთან მატჩი გამოტოვოს

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, ირანის წინააღმდეგ მატჩში მორტეზა პურალიგანჯისთან შეჯახებისას კოჭის დაზიანება მიიღო და ამის გამო, შესაძლოა მეორე მატჩის გამოტოვება მოუწიოს.



აღნიშნულ შეხვედრაში, რომელშიც ინგლისმა ირანის ნაკრები 6:2 დაამარცხა, ჰარი კეინმა მოედანზე 75 წუთი გაატარა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და შემდეგ ის კალუმ უილსონმა შეცვალა. 29 წლის შემტევი გასულ სესიაზე ინდივიდუალურად მუშაობდა და აღდგენით ვარჯიშებს ასრულებდა. დამატებით გამოკვლევების ჩატარების შედეგად დაზუსტდება, შეძლებს თუ არა ჰარი კეინი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან თამაშს.

ინგლისისა და აშშ-ს დაპირისპირება 25 ნოემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

0.142617