„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შვებულებაშია და ზურგის ტრავმის მორჩენას ცდილობს, რომლისგანაც ჯერ ბოლომდე განკურნებული არ არის. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი წერს.
„ის მიზნად ისახავს, რომ მზად იყოს მომდევნო კვირის დასაწყისში, როდესაც სპალეტის გუნდი ვარჯიშს განაახლებს. „აძური“ კასტელ ვოლტურნოში“ შეიკრიბება, სანამ თურქეთში შეკრებაზე წავლენ. ქართველი ფეხბურთელი აგრძელებს სარეაბილიტაციო პერიოდს, რათა 100%-ით მზად დაბრუნდეს“, - წერს მილანური გაზეთი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის ტრავმის გამო „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი და ასევე, საქართველოს ნაკრების შეხვედრა გაუცდა. „ნაპოლი“ მეორე სეზონისთვის მზადებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.