საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ქვეყანაში 23 ნოემბერი ეროვნული დღესასწაულის დღედ გამოაცხადა.
მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საუდის არაბეთის ნაკრებმა არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში 2:1 მოუგო.
ამრიგად, ხვალ საუდის არაბეთში არ იმუშავებენ და არც სასწავლებლებში წავლენ - მთელი ქვეყანა არგენტინასთან გამარჯვებას იზეიმებს.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი არგენტინასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში ორი გოლი გაიტანა და თამაში მოიგო.