პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ The Athletic-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, ესპანელი სპეციალისტი „ქალაქელებთან“ კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2015 წლიდან ავარჯიშებს და ამ პერიოდში გუნდს ოთხ-ოთხჯერ პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასი, ორჯერ ინგლისის სუპერთასი და ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი მოაგებინა.