ფეხბურთი

18:25 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "ამ წაგებას გამართლება არ აქვს, ყველაზე მძიმე დარტყმაა"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამ წაგებას გამართლება არ აქვს და თამაშგარე მდგომარეობებიც სამართლიანად დაფიქსირდა.

„ხუთ წუთში შეცდომების გამო ორი გოლი გავუშვით, რითაც სიტუაცია გავირთულეთ. ჩემი აზრით, თამაშგარეების გამო გოლები სამართლიანად გააუქმეს, არ მინახავს კადრები, მაგრამ თუ გააუქმეს, თამაშგარე იქნებოდა. არანაირი გამართლება არ არსებობს.

ვიცოდით, რომ ეს იყო გუნდი, რომელსაც უფლებას თუ მივცემდით, კარგად თამაში შეეძლო. ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებში ასეთი ძლიერი დარტყმა არასდროს მიმიღია. ახლა ცხადია, რომ მომდევნო ორი მატჩი უნდა მოვიგოთ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა არგენტინის ნაკრები 2:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია გამოაცხო.

0.122402