„პარი სენ-ჟერმენმა“ სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა თავის არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის.
„დღეს შენი დღეა ლეო. იწყება გზა ოცნებისკენ. პარიზი ყოველთვის შენს გვერდითაა!“ - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები დღეს, 22 ნოემბერს, პირველ მატჩს გამართავს (თამაში ამ წუთებში მიმდინარეობს) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საუდის არაბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ეს მუნდიალი მეხუთე იქნება მესისვის კარიერაში. 2014 წელს „ალბისელესტე“ ლეოს კაპიტნობით ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა (0:1).
ამჯერად, C ჯგუფში საუდელთა გარდა, არგენტინელთა მეტოქეები მექსიკის და პოლონეთის ეროვნული გუნდები არიან.