ფეხბურთი

10:07 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი: „ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ყოველთვის“

უელსის ნაკრების ვარსკვლავი, გარეთ ბეილი, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის აშშ-სთან (1:1) მატჩის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს.

„სიმართლე გითხრათ, პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მეტოქე კი შესანიშნავი იყო. მაგრამ შესვენებისას მთავარი მწვრთნელის ემოციურმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა. მეორე ტაიმში მინდორზე საბრძოლველად გავედით, ხასიათი ვაჩვენეთ. ახლა კი შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ.

ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ყოველთვის. წინ საინტერესო თავგადასავალი გველის.“ - ციტირებს ბეილის სიტყვებს ფიფას პრესსამსახური.

0.115923