ჩოგბურთი

1:58 | 22.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასმა და ნადალმა სეზონი რეიტინგის პირველ ორ საფეხურზე დაასრულეს

მამაკაც ჩოგბურთელთა სეზონის ბოლო რეიტინგში, პირველი და მეორე ადგილები ესპანელ ჩოგბურთელებს, კარლოს ალკარასს და რაფაელ ნადალს უკავიათ. და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეიტინგში პირველ ორ ადგილზე ესპანელები არიან.

ალკარასის და ნადალის ანგარიშზე, დიდი სლემის ოთხიდან, სამი ტიტულია. თინეიჯერმა ალკარასმა აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. ნადალმა კი ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობების ტიტულები დაისაკუთრა. მას უკვე დიდი სლემის 22 ტიტული აქვს მოპოვებული და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მასზე ერთით ნაკლები აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს, ვინც უიმბლდონის ჩემპიონი გახდა.

35 წლის სერბმა სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. თუმცა სეზონის ბოლოს, ATP-ს ფინალის ჩემპიონი მეექვსედ გახდა და ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა მიიღო.

წარმოგიდგენთ რეიტინგის ტოპ ოცეულს, რომელშიც რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები კი ფიგურირებენ, მაგრამ ქვეყნის აღნიშვნის გარეშე:

  1. კარლოს ალკარასი (ესპანეთი) 6820 ქულა
  2. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 6020
  3. კასპერ რუუდი (ნორვეგია) 5820
  4. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) 5550
  5. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 4820
  6. ფელიქს აუგერ-ალიასიმე (კანადა) 4195
  7. დანიილ მედვედევი 4065
  8. ანდრეი რუბლევი 3930
  9. ტეილორ ფრიცი (აშშ) 3355
  10. ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი) 2905
  11. ჰოლგერ რუნე (დანია) 2888
  12. ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) 2700
  13. პაბლო კარენო (ესპანეთი) 2495
  14. კამერონ ნორიე (ბრიტანეთი) 2445
  15. იანიკ სინერი (იტალია) 2410
  16. მატეო ბერეტინი (იტალია) 2375
  17. მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 2105
  18. დენის შაპოვალოვი (კანადა) 2075
  19. ფრენსის ტიაფო (აშშ) 2000
  20. კარენ ხაჩანოვი 1990
0.103974