ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა ინგლისთან მატჩის წინ ეროვნული ჰიმნი პროტესტის ნიშნად არ იმღერეს.
ამით ირანელმა ფეხბურთელებმა სამშობლოში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. აღსანიშნავია, რომ ირანის ჰიმნს ტრიბუნებიდან სტვენა მოჰყვა.
მოგეხსენებათ, მანამდე ირანის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და არსებული რეჟიმი დაგმო.
აქვე გეტყვით, რომ ირანის ნაკრებმა ინგლისთან 2:6 წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი სტარტი აიღო.