ფეხბურთი

20:21 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფრე უკრაინასთან

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გორში უკრაინას დაუპირისპირდა და მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა ჩაატარა.

რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და ვინაიდან ბოლო სამი ამხანაგური თამაში წაგებული ჰქონდა, ბუნებრივია, ცუდი სერიის შეწყვეტა სურდა. მატჩი თანაბარი და დაძაბული იყო, დაფიქსირებული შედეგიც ლოგიკურია - 1:1.

ორივე გოლი მეორე ტაიმის შუაწელს, 7-წუთიან ინტერვალში გავიდა. 63-ე წუთზე სტუმრები ოლექსეი კაშჩუკმა დააწინაურა, რასაც მალევე შორი მანძილიდან ზუსტი დარტყმით საბა ხვადაგიანმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, დამდეგ ზაფხულს საქართველოში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გაიმართება, რომლის ფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი პირველად ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი საკმაოდ რთულ ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები იქნებიან.

საქართველო - უკრაინა 1:1 (0:0)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, მაისურაძე (კაპანაძე 74), მექვაბიშვილი, ნ. ნორხელი (კვერნაძე 58), გაგნიძე (ო. მამაგეიშვილი 74), გულიაშვილი (90. ლ. ხორხელი), გაგუა (ფოცხვერია 90).

უკრაინა: კინარეიკინი (ტვარდოვსკი 46), ლიახი, იაკუბა, კუზიკი (ფარინა 79), ჟელიზკო, სლიუსარი, კულაკოვსკი (საპუჰა 66), ბენჩუკოვი (მიხაილენკო 46), სიგეევი (კუჩერიავი 66), კაშჩუკი, კრასნოპირი (ჰონჩარუკი 84)

გოლები: 0:1 კაშჩუკი (63), 1:1 ხვადაგიანი (70)

0.116066